2025 წლიდან იცვლება საპენსიო შენატანის გადახდისა და დეკლარირების წესი
2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებლებისა და თვითდასაქმებულებისთვის იცვლება საპენსიო შენატანის გადახდისა და დეკლარირების წესი. გაიგე ყველა დეტალი ჯარიმებისა და ვადების შესახებ.

2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებლებისთვის იცვლება საპენსიო შენატანის გადახდისა და დეკლარირების პროცედურები. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, დამსაქმებლებს აღარ დაეკისრებათ საპენსიო ფონდისთვის ცალკე საპენსიო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ამის ნაცვლად, საპენსიო შენატანის მონაცემები ავტომატურად აისახება საპენსიო ფონდში იმ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც დამსაქმებელს უნდა წარუდგინოს საქართველოს შემოსავლების სამსახურში.
გადახდის ახალი ვადები და ვალდებულებები
გადახდის ვადა იცვლება შემდეგნაირად:
საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ხელფასის გადახდის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ეს ნიშნავს, რომ დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს საპენსიო შენატანის ჩარიცხვა ფონდის ანგარიშზე არაუგვიანეს ამ ვადის.
იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა სრულად შეესაბამება საშემოსავლო დეკლარაციაში მითითებულ საპენსიო შენატანების ოდენობას, საპენსიო დეკლარაცია ავტომატურად დაიხურება.
ჯარიმები და საურავები ვადაგადაცილებისთვის
თუ დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფს თანხის დროულად გადახდას, დაერიცხება როგორც ჯარიმა, ისე საურავი:
-
ჯარიმა განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და შეადგენს 500 ლარს, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში 1000 ლარს.
-
საურავი გამოითვლება ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის მიხედვით, რომელიც ამ დროისთვის შეადგენს 8%-ს.
დამსაქმებლის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს თანხის ამოღებას – როგორც საპენსიო შენატანის, ასევე ჯარიმისა და საურავის თანხის.
თვითდასაქმებულებისთვისაც იგივე წესები ამოქმედდება
ახალი წესები ვრცელდება თვითდასაქმებულებზეც. მათთვისაც იგივე დეკლარირების და გადახდის ვადები იმოქმედებს, რაც დამსაქმებლებისთვისაა განსაზღვრული.
ზედმეტად გადახდილი თანხების კონტროლი
საპენსიო ფონდს ენიჭება უფლებამოსილება ზედმეტად გადახდილი თანხების კონტროლისთვის. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს აქვს ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი, ფონდს შეუძლია მოსთხოვოს მის გასწორება.
თუ დამსაქმებელი განსაზღვრულ ვადაში არ დაარეგულირებს ამ განსხვავებას, საპენსიო ფონდი თავად გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა თანხა გასწორდეს.
განსაკუთრებული რეგულაციაა მცირე განსხვავებებისთვის:
თუ გადასახდელ და გადახდილ თანხას შორის სხვაობა 1 ლარზე ნაკლებია და ეს შეუსაბამობა 1-თვიან პერიოდში გამოვლინდა, იგი არ ჩაითვლება ვალდებულების შეუსრულებლობად, შესაბამისად, დამსაქმებელს სანქცია არ დაეკისრება.
ახალი უფლებამოსილებები საპენსიო ფონდს
საპენსიო ფონდს მიენიჭა უფლება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონულად გამოწეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ეს ოქმი წარმოადგენს დარღვევის ოფიციალურ დადასტურებას და მისი საფუძველზე დაიწყება აღსრულების პროცედურები.
საშეღავათო პერიოდი გასულ წლებზე
საპენსიო სააგენტომ 2025 წლის მაისის თვე სრულად გამოაცხადა საშეღავათო პერიოდად რაც ნიშნავს რომ წარსულში დაგროვილი საპენსიო გადასახადი შეგვეძლება გადავიხადოთ მაისის თვეში და წარშულდი დაუდეკლარირებელი ინფორმაციები შეგვიძლია დავადეკლარიროთ წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციებით
ნებაყოფლობითი ან ხელახალი გაწევრების ახალი წესები
ასევე იცვლება დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან ხელახალი გაწევრების წესები. დასაქმებულს, რომელიც სქემაში დაბრუნებას ან შეუერთებას მოისურვებს, უნდა მიმართოს საპენსიო ფონდს ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი განაცხადით.
ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს გადახდის პროცესის გამარტივებას, კონტროლის გამკაცრებას და ვალდებულებების დროულ შესრულებას. 📅💼
მადლობა, რომ კითხულობთ! თქვენს სამსახურში – Larad.ge 💙
What's Your Reaction?






